2006 წელს ბანკისთვის ახალი ეტაპი დაიწყო. სტრატეგიული რებრენდინგის პროგრამის ფარგლებში ბანკი და მისი შვილობილი სტრუქტურები რუსეთში, დსთ-ს, ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, ბანკის 50% წილობრივი მონაწილეობით ვითიბის ერთიანი ბრენდით განაგრძობენ საქმიანობას.
ჩვენ მსოფლიოს 20–ზე მეტ ქვეყანაში ვმოღვაწეობთ. დღეს ვითიბი მოწინავე საერთაშორისო საფინანსო ჯგუფის სახელის მქონე ბანკია. კლიენტებთან მუშაობისას ჩვენ ერთიანი მიდგომით ვხელმძღვანელობთ ყველა ქვეყანაში, სადაც საქმიანობას ვეწევით. ვითიბი ჯგუფის საბანკო ქსელის კონსოლიდაცია და ახალი განყოფილებების გახსნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უფლებას გვაძლევს კონკურენცია გავუწიოთ უმსხვილეს უცხოურ ბანკებს ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე.


ჩვენ უნიკალური გეოგრაფია გვაქვს. საზღვარგარეთ ვითიბი ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

1. ბანკები და საფინანსო კომპანიები:

2. ფილიალები:

3. წარმომადგენლობა:


 ჯგუფი წარმოდგენილია აგრეთვე რამდენიმე შვილობილი კომპანიით, რომლებიც კლიენტებს დამატებითი ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობენ.

დაარსების დღიდან დღემდე ვითიბი ჯგუფი ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებს აერთიანებს. მსოფლიო ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში ვითიბი საიმედო ფინანსურ ჯგუფად რჩება, რომელსაც სახელმწიფოსგან მხარდაჭერა აქვს. ეს ფაქტი კი, კლიენტთა ნდობის საწინდარია.